ვსაუბრობთ, ვაშუქებთ, ვწერთ ძალადობაზე - შეხვედრა ახალგაზრდებთან
04.06.2024
როგორ უნდა გაშუქდეს ფემიციდი და ქალზე ძალადობა, რას ვწერთ და ვიზიარებთ სოციალურ ქსელში მსხვერპლისა და ბრალდებულის შესახებ და რომელი სტანდარტები უზრუნველყოფს დაზარალებულის პირადი სივრცის დაცვას - ამ თემაზე ეთნიკურად სომეხ 10 ახალგაზრდასთან შეხვედრა გაიმართა. ჟურნალისტმა რუსუდან გვარამაძემ გოგოებს ის წესები აუხსნა, რომლის დაცვაც არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ დანარჩენი მოქალაქეების მოვალეობაცაა.
ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან ოთხი შეხვედრა ჩატარდა. ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრის ორგანიზატორი „სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი" იყო, პროექტი დაფინანსებულია საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საფარის" მიერ WISE პროგრამის ფარგლებში.