საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, რომელიც წლებია ახალციხის მუნიციპალიტეტშია. ყველა მერი თუ ყოფილი გამგებელი მოსახლეობას, მის მოგვარებას ჰპირდებოდა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ახალი ავტობუსების შესყიდვით საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა სოფლებში საკითხი ისევ დღის წესრიგშია, იმის ფონზე რომ უკვე ხუთი თვეა შესყიდული 14 ავტობუსი პარკინგზე უფუნქციოდ დგას.