SSSS
საზოგადოება
სიკეთე ყოველთვის დაგვიბრუნდება - ირმა გიორგაძე 3 შვილითა და 4 შვილობილით
ირმა გიორგაძეს არასდროს უფიქრია, რომ საკუთარი სამი შვილის გარდა, კიდევ ოთხი ბავშვის დედობას იტვირთავდა, თუმცა, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. 2011 წელს, როცა ასპინძის ბავშვთა სახლი გაუქმდა, ირმამ სამუშაო დაკარგა და ოჯახს ფინანსური სირთულეები შეექმნა; სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა ირმამ მინდობილი მშობელი გამხდარიყო.

სოციალური სააგენტო თითო ბავშვის უზრუნველსაყოფად დღეში 35 ლარს იხდიდა, მაგრამ მხოლოდ შემოსავლის პერსპექტივა არ ყოფილა ირმასთვის მთავარი - როგორც პედაგოგმა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ირმამ იცოდა, რომ ბავშვებისთვის არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ პირველ რიგში სიყვარული და სითბო იყო მნიშვნელოვანი.

2011 წელს ქალთა კავშირ „რეას“ უკვე დაწყებული ჰქონდა ასპინძაში საქმიანობა, რაც საინტეგრაციო ცენტრის დაარსებასა და მისთვის პედაგოგების მომზადებას გულისხმობდა. ირმა გიორგაძემ „რეას“ ყველა სემინარი და სახელობო ტრენინგი გაიარა. სულ მალე, ირმა ამ ცენტრის წარმატებული პადაგოგი გახდა. ასე დაიწყო გზა, რომელმაც ირმას ცხოვრება შეცვალა.

პირველები იყვნენ 11 წლის ნინო და 8 წლის ანა – სენაკის ბავშვთა სახლიდან ჩამოყვანილი ორი გოგონა, რომლებმაც ირმას ოჯახში ახალი ცხოვრება დაიწყეს.
ოჯახისთვის ადვილი არ ყოფილა შშმ ბავშვების მინდობით აღზრდა. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე მაიას მოვლა-პატრონობა, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა ოჯახს. „მაია საჭმელს პატარა ტომრებში მალავდა, ტანსაცმელს იხევდა...“ – იხსენებს ირმა. მაგრამ მოთმინება და სიყვარული ძლიერი ძალაა – ნელ-ნელა მაიამ ისწავლა, როგორ უნდა ეცხოვრა ოჯახში. დღეს ის 23 წლისაა და კვლავ ირმას გვერდითაა.

ანა, ირმასთან ცხოვრების სამი წლისთავზე საკუთარ ძმებთან, დუშეთში გადაიყვანეს, ნინო კი 21 წლის ასაკში - წყალტუბოს სათემო ცენტრში. ირმას მასთან კავშირი არ გაუწყვეტია – ხშირად ჩადის მის სანახავად, რათა დარწმუნდეს, რომ შვილობილი ბედნიერია.

2022 წელს ირმამ ჩვილი სალომე შემოიყვანა ოჯახში. მისი დედა თავად იყო შშმ პირი და ბავშვზე ზრუნვა არ შეეძლო. ახლა სალომე 2 წლისაა. ირმასა და მისი ოჯახის დახმარებით, ნელ-ნელა განვითარების ეტაპების ჩამორჩენას წარმატებით სძლევს, საბავშვო ბაღში დადის, თანატოლებთან თამაშს სწავლობს და სამყაროს ნდობით უყურებს.

ირმას ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მინდობილი ბავშვების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა მის ოჯახს ამყარებს. „ყველას თავისი გზა აქვს; მჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის დაგვიბრუნდება,“ – ამბობს ის ღიმილით და სახლში პატარა სალომეს თბილად იკრავს გულში.

ირმა გიორგაძე „გადავლახოთ ბარიერების" პროექტის მონაწილეა. 

წყარო: კავშირი რეა
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크开云体育Savabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetnycbahisbetigma girişholiganbettürk ifşa킹콩티비sahabet스마일퀄리티jojobetholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereamarsbahisgoogle hit botuHoliganbetMatbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotultrabetthailand digital arrival cardвсе казиноcasibom giriş1xbet girişcratosroyalbetcasibomGalabetwbahissekabet girişmatbetextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahispaşacasinobetnanowbahismarsbahisjojobetmeritkingvdcasinosahabetbetpasromabetoslobetHoliganbetmagic mushroomsvaycasinotaraftarium24belugabahis girişjojobetMMA Streamskiralık hackerartemisbetmatbetcasibom girişcasibomlocabetmp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibom girişjojobetlunabetultrabetultrabet güncel girişholiganbetjojobetholiganbetjojobet girişholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomdeneme bonusu veren sitelercasibom giriş1xbetonwiniptv testcasinolevantjojobet girişholiganbetcasibom girişret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekartemisbetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabet giriştelegram ifşaikimisliikimislibetkarebetplaymodabetbetplayikimislicasibompusulabetholiganbetStreameastлучшие онлайн казинобездепозитный бонус казиноводка казиноjojobetcasibom