საზოგადოება
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციის მოლოდინში
დაახლოებით, ორი თვეა, ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ორი ახალი ნაგავმზიდი დგას. სპეცტექნიკა ახალციხის მუნიციპალიტეტმა სესხითა და ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკის გრანტით შეიძინა. გამგეობაში ამბობენ, რომ მანქანები ექსპლუატაციაში 200 ურნის შეძენის შემდეგ შევა. აღნიშნული შენაძენისთვის გამგეობამ 500 000 ლარამდე სესხი აიღო.

ნახევარ მილიონ ლარად შეძენილი ნაგავმზიდისა და კონტეინერების საჭიროებას ვერ ხედავენ ,,ევროპულ საქართველოში." ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ 2012 წელს ქალაქისა და სოფლების ნარჩენებისგან გაწმენდას, ორი ნაგავმზიდი ახერხებდა. ადგილობრივ ოპოზიციას ძვირადღირებული მანქანების შეძენა, ეჭვებს უჩენს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მანქანები ნარჩენების გატანას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ტექნიკა მუნიციპალიტეტს გადაუფორმდება. ილია ზარდიაშვილის ვარაუდით, აღნიშნული პროცესი მარტის ბოლომდე დასრულდება.

| Print |