საზოგადოება
დასეტყვილი ხეოთი [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში, სეტყვამ მარცვლეული კულტურები და ხეხილი გაანადგურა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც. გამგეობის ინფორმაციით, 12 ოჯახს წვიმის წყალი შენობებში ჩაუვიდა. მათგან ყველაზე მეტად ორი ადგილობრივის სახლია დაზიანებული.

მდგომარეობის შესასწავლად დასეტყვილ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ხვალ შეისწავლის.

სეტყვამ სოფლები შედარებით ნაკლებად დააზიანა ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.




















| Print |