საზოგადოება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ახალციხელ მოხელეებს გააცნეს
ცვლილებებს, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან შევა ძალაში, მოხელეები გაეცნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

საჯარო სამსახურში მიღება, კარიერის მართვა, მოხელის უფლებები და მოვალეობები; მისი სამსახურიდან გათავისუფლება – როგორ არეგულირებს ამ საკითხებს ახალი კანონი, ამის შესახებ მოხელეების გარდა, ტრენინგი ჩატარდება სტუდენტებისთვის და ქალებისთვის.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.

საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა.

პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

| Print |