საზოგადოება
სვირში ორ ჰექტრამდე მინდორი დაიწვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მინდორი დაიწვა. ცეცხლი ხმელ ბალახს სწრაფად მოედო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ლოკალიზება იქამდე მოახერხეს, სანამ ხანძარი ტყის მასივს მოედებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სვირში ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების ან ახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს.
| Print |