საზოგადოება
ფემინიზმი და დრო – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ფემინიზმზე იმსჯელეს. სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და თვითმმართველობების გენდერის კუთხით მომუშავე პირებთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ფსიქოლოგმა და ტრენერმა ფემინიზმის წარმოშობაზე ისაუბრეს. საქართველოში მცხოვრები პირველი ფემინისტი ქალების ცხოვრება და მოღვაწეობა განიხილეს და აუდიტორიას ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს და ფემინიზმის კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრს მიზანს, საზოგადოებაში ფემინიზმის ცნების სწორად აღქმა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

| Print |