სამართალი
ავტომანქანებში ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალებები და პოლიციის საკონტროლო შესყიდვები - ნარკორეალიზატორთა დაკავებები გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 6 პირი დააკავა.

,,დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ.", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია "მეტადონი", ხოლო ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად "ჰაშიში" ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის -
"ტელეგრამის" გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.-ს მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება "მეფედრონი". გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების "მეტადონის" და "ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" და "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.