სოფლის მეურნეობა
როგორია პირუტყვის ვაქცინაციის შედეგები სამცხე-ჯავახეთში
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 და ბრუცელოზის ხუთი დადასტურებული შემთხვევა ადამიანებში - ასეთია საქონლის ზოონოზური, საშიში დაავადების მაჩვენებელი 2024 წელს რეგიონში, სადაც წამყვანი დარგი მეცხოველეობაა.

ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში პირუტყვის ვაქცინაცია ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთში ყოველწლიურად ათობით ათასი აცრილი ცხოველის მიუხედავად, საქონლის დაავადებები უდასტურდება არა მარტო პირუტყვს, არამედ ადამიანებსაც.

ფერმერები ზოგიერთ დაავადებას საკუთარი ძალებით უმკლავდებიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ პირუტყვს სურსათის ეროვნული სააგენტო ცრის. 

• ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 18 888 სული მსხვილფეხა და 9766 სული წვრილფეხა პირუტყვი, რევაქცინირებულია 962 სული მსხვილფეხა პირუტყვი;

გამოკვლეულია 2413 მსხვილფეხა და 464 წვრილფეხა პირუტყვის სისხლის სინჯი.

დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 163 სული მსხვილფეხა და 18 სული წვრილფეხა პირუტყვი;

2023 წელი

ყირიმ-კონგოს დაავადების კერებში, 20 დასახლებულ პუნქტში 6733 სული მსხვილფეხა პირუტყვი დამუშავდა;

• წლის პირველ ნახევარში თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 210 933 სული მსხვილფეხა და 103 285 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 60 532 სული მსხვილფეხა და 14 024 სული წვრილფეხა პირუტყვი;

• წლის მეორე ნახევარში თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 35 897 სული მსხვილფეხა და 189 523 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 1185 სული მსხვილფეხა და 680 სული წვრილფეხა პირუტყვი.


2024 წელი

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 9700 სული მსხვილფეხა პირუტყვი. გამოკვლეულია 1090 მსხვილფეხა და 180 წვრილფეხა პირუტყვის სისხლის სინჯი. დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 55 სული მსხვილფეხა და 37 სული წვრილფეხა პირუტყვი;

ყირიმ-კონგოს დაავადების კერებში, 11 დასახლებულ პუნქტში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დამუშავდა 4450 სული მსხვილფეხა პირუტყვი;

თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 118 062 სული მსხვილფეხა და 97 900 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 12 900 სული მსხვილფეხა და 2000 სული წვრილფეხა პირუტყვი.

| Print |