SSSS
რელიგია
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს - საპატრიარქო
მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი და "ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება".

“ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს.

მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას. თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება. ჩვენ თვალწინ პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება.

ამ ყოველივეს პარალელურად, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად. საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ, რათა არ გადალახონ ზღვარი.

მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ.

მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულებები და ქმედებები კი უცხოა ეკლესიის ხედვისა და ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობისა და კეთილგონიერებისაკენ.

“მშვიდობასა ჰყოფდით და ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყავნ თქუენ თანა“
,-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크开云体育seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişholiganbettürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티holiganbetholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereaвсе казиноjojobet1xbet girişmatbetcasibomPadişahbet girişmegabahissekabet girişmatbetextrabetjojobet girişjojobet girişvizyon iptvjojobetmarsbahispaşacasinobetnanomegabahisjojobetjojobetmeritkingvdcasinosahabet girişalobetalobetcasibomVaycasinomagic mushroomsholiganbettaraftarium24deneme veren sitelerjojobetMMA Streamskiralık hackerdinamobetmatbetcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibom güncel girişcasibomlunabetcanlı maç izlebetparkholiganbetholiganbetjojobetmatbetholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomdeneme bonusu veren sitelercasibom giriş1xbetonwiniptv testcasinolevantmatbetholiganbetmatbetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekjojobetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabettürk ifşaicebahisicebahismersobahistotembetbettenetfavorisenicebahiscasibomholiganbetholiganbetStreameastлучшие онлайн казинобездепозитный бонус казиноводка казиноslot onlinegiftcardmall/mygifttest-anahtar-1casibomcasibom girişpusulabetpusulabet girişjojobetjojobetjojobet