არჩევნები
სამცხე–ჯავახეთში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ასპინძაში დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ამომრჩეველი ყველაზე აქტიური ასპინძაში იყო.
მოქალაქეობრივი ვალი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, 63.05 % მოიხადა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში აქტივობა ასე გამოიყურება:

  • ადიგენი 60.53 %
  • ახალციხე 55.39 %
  • ბორჯომი 49.7
  • ნინოწმინდა 46.2 %
  • ახალქალაქი 44.21 %
საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მაღალი აქტივობა საჩხერეში დაფიქსირდა – 64,7 %. ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი კი წალკაში მივიდა 29,32%.
| Print |
თეგები: აქტივობა /