არჩევნები
"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ" ის პირები დაასახელა, რომლებიც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, მაჟორიტარული და პროპორციული სიით იბრძოლებენ.


წარდგენა პარტიის ადიგენის ოფისში გაიმართა. კანდიდატებს წარმატება და პირველივე ტურში გამარჯვება უსურვა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევისას აქცენტი მათ პროფესიალიზმზე გაკეთდა.

დასახელებული 15 მაჟორიტარი კანდიდატიდან, ქალი მხოლოდ ერთია. პარტიული სიით წარდგენილ 15-კაციან სიაში, ქალებს სამი ადგილი ერგოთ.

| Print |