"ევროპული საქართველოს" ლიდერი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს ქალაქ ვალეში, სხვილისში, მოხესა და დიდ ზანავში შეხვდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
პარტიის ლიდერმა გამარჯვების შემთხვევაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
დავით ბაქრაძემ ვალეს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას, ახალციხის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ამომრჩევლებს ვაჟა ჩიტაშვილმა და ნუგზარ სამარჯიშვილმა მიმართეს და მხარდაჭერას დაპირდნენ.