ახალციხეში მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდნენ
23.07.2023
20 ივლისს, ახალციხეში მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
მათემატიკაში ოლიმპიადა მაისის ბოლოს ჩატარდა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთიდან მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის 900-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები 30 გამარჯვებულზე გადანაწილდა.
მათემატიკაში ოლიმპიადა, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლების 8-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდმა “სავანემ “ ჩაატარა. თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი მოსწავლე გამოვლინდა.