კულტურა
ვარძიაში დაზიანებული ფრესკების აღდგენის პროექტში კერძო სექტორი ჩაერთო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიაში ფრესკების გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. რესტავრაციის დამასრულებელი, მესამე ეტაპი დაზიანებული კედლის მხატვრობის ჭვარტლის ნაწილაკებისგან გასუფთავებას გულისხმობს. სამუშაოებს წინ უძღვოდა კომპიუტერული ანალიზი და მიკროსკოპული კვლევები.

დაზიანებული ფრესკების აღდგენის პროექტში კერძო სექტორიც ჩაერთო. კომპანია "მონოლითი ჯგუფი" მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებს სრულად დააფინანსებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს, 15 ივნისს ვარძიაში მოეწერა.

| Print |