კულტურა
ახალციხის ციხის ციტადელში, ლიტერატურული სპექტაკლი გაიმართა
“მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები” – ასე ჰქვია ლიტერატურულ სპექტაკლს, რომელიც ახალციხის ციხის ციტადელში გაიმართა.
სპექტაკლი რეზო თაბუკაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზეა აგებული. მისი ჩატარების ადგილად ახალციხე, რეზო თაბუკაშვილის მიხეილ თამარაშვილთან კავშირის გამო შეირჩა.

რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები და ხელოვნების სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორი თვეა, რაც ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი ახორციელებს პროექტს – ჩემი საქართველო აქ არის. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა თუ ისტორიულ ადგილზე, ცნობილ ქართველებზე ლიტერატურული სპექტაკლი იმართება.

ახალციხეში, რეზო თაბუკაშვილის გახსენება, პროექტის მესამე სპექტაკლია.

| Print |