ვის სურს თეატრების მართვა ახალციხეში - კონკურსი სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად
18.08.2017
სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
სამცხე–ჯავახეთში კონკურსით მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები შეირჩევიან.