ახალი ამბები
ადიგენის საჯარო მოხლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი თბილისში გაიმართება
ადიგენის საჯარო მოხლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი თბილისში დღეს, 6 მარტს გაიმართება. ტესტირებას აპლიკანტები იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლიან, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება.

ტესტირებაზე მუნიციპალიტეტმა 96 კონკურსანტი მიიწვია.

50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტი ბოლო - გასაუბრების ეტაპს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გაივლის, რომელსაც ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ხელმძღვანელობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტმა 7 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 17 თებერვალს გამოაცხდა.

პირველი, ანუ საბუთების გადარჩევის ეტაპი სამმა კონკურსანტმა ვერ გაიარა. მათ უარი არასრული დოკმენტაციის წარდგენის გამო ეთქვათ.
| Print |