ჯანდაცვა
მეგისთვის ადრენალინი არ გამიკეთებია - ექიმის შეცვლილი ჩვენებები
ექიმი, რომელსაც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს, გამოძიებისათვის მიცემულ მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები გამოუვლინდა, მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

არადა გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში, ასევე ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ პაციენტს საკუთარი ხელით გაუკეთა ადრენალინი.

„მე მეგონა, რომ უბრალოდ რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი. შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია“, - წერია 25 მარტს მცემულ მეორე ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე, „უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს?“, - ექიმი პასუხობს: „პრინციპში, არც არაფერი მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე“.

ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებები გარდაცვლილი ქალის ოჯახის ადვოკატმა გაასაჯაროვა.

ექიმი გამოძიებას უდასტურებს, რომ მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიაში განზრახ ჩაიწერა ცრუ ინფორმაცია ადრენალინის გაკეთების შესახებ. მიზეზად "შიში" დაასაელა. 

გამომძიებელი: გაუკეთეთ თუ არა ადრენალინი?

ექიმი: არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.

გამომძიებელი: ადრენალინის გამოყენება მეგი ბაქრაძის შემთვევაში არ მიიჩნიეთ საჭიროდ?

ექიმი: არა, ნამდვილად არ იყო, ჩვეულებრივი რეაქცია იყო.

გამომძიებელი: სამედიცინო ისტორიაში შეტანილი იქნა თუ არა, რომ თქვენ გაუკეთეთ მას ადრენალინი?

ექიმი: დიახ.

გამომძიებელი: რა მიზანს ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ შეგედგინათ არასწორი სამედიცინო ისტორია და პირადად თქვენ რა მიზანი გამოძრავებდათ, როდესაც ხელს აწერდით არასწორად შევსებულ სამედიცინო ისტორიას?

ექიმი: ალბათ შიში, რომ აი, პასუხისმგებლობა, არ ვიცი.

გამომძიებელი: თქვენს გარდა, სამედიცინო ისტორიას ვინ მოაწერა ხელი?

ექიმი: მე, ბექა ლიპარტელიანმა [რეანიმატოლოგი, ბრალდებული] და ექთანმა შუბითიძემ.

გამომძიებელი: გიორგი აფციაური [რეანიმატოლოგი] თუ იყო ჩართული სამედიცინო ისტორიის შექმნის პროცესში?

ექიმი: დიახ.

გამომძიებელი: როდესაც მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიაში შეიტანეთ ჩანაწერი, რომ თითქოსდა პაციენტს გაუკეთეთ ადრენალინი, იცოდნენ თუ არა ბექა ლიპარტელიანმა, გიორგი აფციაურმა და თიკო შუბითიძემ, რომ რეალურად არ გქონდათ გაკეთებული ადრენალინი?

ექიმი: კი, შეგვეშინდა, რომ ანაფილაქსია იყო თუ არა, წესით უნდა გამეკეთებინა თუ ანაფილაქსიის ნიშნები იყო, მერე ხომ განუვითარდა რაღაც მაგდაგვარი.

გამომძიებელი: ანუ, თუკი მათთვისაც ცნობილი იყო, რომ თქვენ არ გქონდათ რეალურად ადრენალინი გაკეთებული, მათ რა მიზანი ჰქონდათ, მათ რატომ მოაწერეს ხელი?

ექიმი: შიში, პროტოკოლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო გაკეთებული თუ ეს ანაფილაქსიაა, მაშინვე.

გამომძიებელი: თიკო შუბითიძემ თუ იცოდა?

ექიმი: არა მგონია, იმიტომ, რომ ისე მოაწერა ხელი.

გამომძიებელი: გარდა იმ პირებისა, ვინც ჩამოთვალეთ, ვისთვის არის ცნობილი, რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ ადრენალინი მისთვის?

ექიმი: თეამ პრინციპში არ იცოდა, მე ვთხოვე, რომ თქვიო, რომ გავაკეთე.

ვიოლეტა ინასარიძის მეორე ჩვენებიდან ირკვევა ისიც, რომ როცა მეგი ბაქრაძე შეუძლოდ გახდა, ექიმმა კლინიკა დატოვა, რადგან სამხარეო ადმინისტრაციაში ვაქცინაციის შესახებ შეხვედრას უნდა დასწრებოდა.

„მორალურად ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი, როდესაც დავტოვე პაციენტი, მაგრამ ამასთან მინდა განვმარტო, რომ მე არ წავსულვარ პირად საქმეზე. წავედი ისევ კოვიდ ვაქცინაციის საკითხზე ცოდნის გაღრმავების მიზნით...ხოლო, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მე არ მახსენდება პროტოკოლი ან სხვა რომელიმე ოფიციალური დოკუმენტი არეგულირებდეს საკითხს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევაში ოჯახის ექიმი, რომელიც იმუნიზაციის პროცესს ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბექა [ლიპარტელიანი] არის ის სუბიექტი, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის პაციენტების მდგომარეობის მართვის კვალიფიკაცია, შესაბამისად, სწორედ მას დავუტოვე პაციენტი, ამასთან წამოსვლამდე დავრწმუნდი, რომ მეგი უკეთ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი წამოსვლიდან მალევე განუვითარდა მორიგი გართულება“.

გამომძიებლის კითხვაზე, რატომ არ თქვა პირველი გამოკითხვისას, რომ მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, პაციენტი დატოვა და ტრენინგზე წავიდა, ექიმი პასუხობს:

„მოგახსენებთ, რომ ამ დაღლილობაში, სტრესში, ნერვიულობაში, გამომრჩა, ამასთან ვიკითხებოდი მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღეს, როდესაც ცოტა გავიაზრე ჩემს მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ არ შემეყვანა გამოძიება ჩიხში და მეთქვა ეს მნიშვნელოვანი გარემოება“.

ექიმის ინფორმაციით, ის კონფერენციაზე გიორგი აფციაურთან [რეანიმატოლოგი] და მაია ზაზაძესთან [მედპერსონალი] ერთად, გიორგი აფციაურის ავტომობილით წავიდნენ. 

გამომძიებელი: გზა რა დრო დაგჭირდათ?

ექიმი: მანდვეა, ორი კილომეტრი დაახლოებით.

გამომძიებელი: ვინები შეხვედით გუბერნიის შენობაში?

ექიმი: მე და მაია ზაზაძე, მაგრამ მაშინვე დავბრუნდი, იმიტომ, რომ ვნერვიულობდი მეგიზე, ვრეკავდი და რომ დავურეკე ჩემს ექთანს, თეას, მითხრა, რომ სიტუაცია ცოტა გართულდა.

გამომძიებელი: გიორგიც შემოგყვათ?

ექიმი: არა, გიორგის დაურეკა ბექამ და უთხრა, რომ სასწრაფოდ წამოდიო და წავიდა უკან მაშინვე,

გამომძიებელი: რამდენ ხანში დაბრუნდით უკან?

ექიმი: ძალიან მალე, 5-10 წუთში.

ნაწყვეტი ვიოლეტა ინასარიძის პირველი ჩვენებიდან

იმუნიზაციის კაბინეტის ექიმის პირველი ჩვენება რადიკალურად განსხვავდება მეორე ჩვენებისგან. ექიმი გამომძიებელს დეტალურად უყვება, როგორ და რა დროს გაუკეთა მეგი ბაქრაძეს ადრენალინი:

„მეგი ბაქრაძის შემთხვევაში ანტიჰისტამინები იყო გამოყენებული, მაგრამ არა როგორც თავდაპირველი ან მკურნალობის ძირითადი საშუალება, ძირითადი და უპირველესი გახლდათ ადრენალინი, რომელიც მე თვითონ გავუკეთე პირველმა პაციენტს...მოგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძეს ჩემს მიერ გაუკეთდა ადრენალინის 0,5 მლ დოზა ანაფილაქსიური შოკის დადგომისთანავე კუნთში“.

გამომძიებლის კითხვაზე, ხომ არ გაიმეორეს ეპინეფრინის [ადრენალინის] დოზები, რა პერიოდულობით და რამდენჯერ, ექიმი პასუხობს:

„როგორც ვიცი, პაციენტს რამდენჯერმე გაუკეთდა ადრენალინი, თუმცა, რამდენჯერ, ჩემთვის უცნობია. მე ადრენალინი მეგის კუნთზე გავუკეთე მაშინვე, როდესაც პირველივე სიმპტომი დავინახე და არ დავლოდებივარ კრუნჩხვის ან სხვა სიმპტომების გამოვლენას. როდესაც ადრენალინი გავუკეთე, იმ დროს მეგი იყო კონტაქტური. ვინაიდან ახალი ვაქცინა იყო და მასზე არ გვქონდა რაიმე ინფორმაცია, პროტოკოლის შესაბამისად, პირველივე გამოვლენიდან უნდა გაგვეკეთებინა ადრენალინი, შესაბამისად, ჩემს მიერ დაცული იქნა ეს პრინციპი და მას შევუყვანე ადრენალინი“.

7 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალციხელი მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯერ არ დასრულებულა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მედდის გარდაცვალების საქმეზე არ გამოქვეყნებულა არც სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 12 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 15 °C
img
თბილისი 20 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 9 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywin