საზოგადოება
აბასთუმანში ისტორიული სახლი იწვის
აბასთუმანში, ასათიანის ქ.#29 -ში, არსებულ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ ოჯახში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობს, ,,რომელიც ხშირად სვამს“. სწორედ ამის გამო მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი მისი სახლიდან გაჩნდა.
,,ხანძარი დაახლოებით 20:00 სთ-თვის გაჩნდა, მეხანძრეები მთელი ძალებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ მეორე სართული ძალიან იწვის" - ამბობენ აბასთუმანში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ცეცხლის ჩაქრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა იწვის.
,,ხანძარი ფაქტიურად დაძლეულია, ცეცხლი ისტორიულ სახლს უკიდია. ცეცხლის ჩასაქრობად ახალციხისა, ადიგენისა და აბასთუმნის სახანძრო-სამსახურები მუშაობენ. დაჭირდება თუ არა ოჯახებს ღამის გასათევად სხვაგან გადაყვანა, ამას მას შემდეგ გეტყვით, როდესაც ცეცხლი სრულად ჩაქრება" - განმარტავს ზაქარია ენდელაძე.
გააზიარეთ :