რეგიონი
ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ადამიანები ეხმარებიან მაშველებს აფეთქების შედეგად დაშავებულთა სავაჭრო ცენტრიდან გამოყვანაში. დაშავებულებს სასწრაფო დახმარებისა და იქვე მყოფი ავტომანქანებში ათავსებენ.

ასევე, გამვლელები ცდილობენ, დაეხმარონ დაშავებულებს, რომლებიც ჩამონგრეული შენობის ქვეშ მოყვნენ.

ადგილზე იმყოფებიან სომხეთის პარლამენტის სპიკერი, სომხეთის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა.

"ინერპრესნიუსი"
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.