არჩევნები
საია ახალციხეში მედიას და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებზე, ახალციხეში იმსჯელეს.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ჯერ მედიის და არჩევნებში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, შემდეგ კი პოლიტიკური პარტიების წევრებს შეხვდა.
ქეთევან ბებიაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მონიტორიგის შედეგები გააცნო და მათგან რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
საია წინასაარჩევნო პროცესს პირველი აგვისტოდან აკვირდება. ორგანიზაციის მონიტორები ყურადღებას საარჩევნო ადნმინისტრაციების დაკომპლექტებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე მახვილებენ.

| Print |