არჩევნები
პატრიოტთა ალიანსის ბორჯომის ორგანიზაცია მხარდამჭერებს პრინციპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს
თავისუფლების მოედანზე აქცია, ლოზუნგით "არა ნაციზმს" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რუსთავიდან მსვლელობით წავიდნენ.

"არა მიშას", "არა ნაციზმს", არ გვინდა "ნაციონალური მოძრაობა" - საპროტესტო აქცია ამ შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.

ტრიბუნასთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან- მოურავი სიტყვით გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის რაიონული ორგანიზაციიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ფერაძემ დღეს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

ისიც, ინაშვილის მსგავსად ბორჯომელებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

,,28 ნოემბერს პრინციპული არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – წარსულში დაბრუნებასა და უკეთეს მომავალს შორის. ვსაუბრო იმ წარსულზე რომლიც ასოცირდება შიშთან, ტკივილთან, დახოცილ და დარბეულ ადამიანებთან, გაქცეულ პრეზიდენტთან და წაგებულ ომთან. ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ და უნდა ვუთხრათ არა ნაცებს, არა ბოროტებას" – აცხადებს გიორგი ფერაძე.
| Print |