საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ, საქართველოს მასშტაბით ასპინძის ოლქი მეორე ადგილზეა.
ხმის მისაცემად უბნებზე ამომრჩეველთა 67.76% მივიდა. ასპინძის #39 ოლქი ამ მონაცემებით მხოლოდ ქედას ჩამოუვარდება, სადაც მოქალაქეობრივი ვალი ამომრჩეველთა 72.72% მოიხადა.
რეგიონის სხვა ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა კი ასეთია:
- ბორჯომი - 57.34%
- ახალციხე - 61.7%
- ადიგენი - 67.34%
- ასპინძა - 67.76%
- ახალქალაქი - 52.07%
- ნინოწმინდა - 57.22%