არჩევნები
„ევროპულ საქართველოს“ აბასთუმანში არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება
„ადგილობრივები შეშინებულები არიან, ჩვენთან გამოჩენასაც ერიდებიან და კანდიდატად ვის შეარჩევ“- „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამომრჩეველი დაშინებულია და ამ ვითარებაში კანდიდატის დასახელების აზრს ვერ ხედავენ.

სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ ადიგენის #2 უბანზე მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატს არ წარადგენენ.

კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. დავით ბალიაშვილის თქმით, პარტია შუალედურ არჩევნებში ჩაერთვება, თუმცა ვინ იბრძოლებს დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, ჯერ არ ასახელებს.

აბასთუმნელ ამომრჩეველს კანდიდატი უკვე წარუდგინა „ქართულმა ოცნებამ“. მმართველი პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას გენადი ბოლქვაძე მიიღებს.

პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატის რეგისტრაციის ვადა 19 აპრილს ეწურებათ. აბასთუმნის #2 უბანზე არც დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.

19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე გაიმართება. ადგილობრივები საკრებულოს წევრს აირჩევენ. უბანზე 1 077 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის #2 უბანზე დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" კანდიდატმა ტარიელ ენდელაძემ მოიპოვა. დეპუტატი ავადმყოფობის გამო 2018 წელს გარდაიცვალა.
2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატები საკრებულოში მისი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
| Print |