არჩევნები
აბასთუმანში 33 ამომრჩეველი ხმას გადასატანი ყუთით მისცემს
საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება. 19 მაისს დაბა აბასთუმნის მოსახლეობა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. 

საბოლოოდ დაზუსტდა #2 უბნის ამომრჩევლის რაოდენობა. ხმის მიცემის უფლებით 1 124 პირი ისარგებლებს.

16 მაისს, 18:00 საათზე ამოიწურა გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის რეგისტრაციის ვადა. ადიგენის #38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ უბანზე მისვლას 33 ადგილობრივი ვერ ახერხებს, მათ უბნის კომისიის წევრები ყუთს სახლში მიუტანენ. 

საკრებულოში მოსახვედრად ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
. აქედან ადგილობრივი მხოლოდ ერთი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. 

19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე გაიმართება. ადგილობრივები საკრებულოს წევრს აირჩევენ. ტარიელ ენდელაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა, 2018 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

კიდევ ერთი შუალედური არჩევნები გაიმართება ადიგენის ოლქში. 2019 წლის ოქტომბერში სოფელ არალის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

| Print |