არჩევნები
აბასთუმანში ამომრჩეველთა 23%–მა არჩევანი უკვე გააკეთა
12:00 საათის მონაცემებით, აბასთუმანში ამომრჩეველთა აქტივობამ 23,2 % შეადგინა.

ოთხ საათში საკუთარი ნება 260 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

კენჭისყრის პროცესს სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება.

"სამართლიანი არჩევნები", "მწვანე დედამიწა" და "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია".

საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა.



ადიგენის საკრებულოში მოსახვედრად 9 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა ,,ქართული ოცნების" კანდიდატის გარდა, რვა კანდიდატიდან, დღეს აბასთუმანში არცერთი გამოჩენილა.

ისინი ადგილობრივები არ არიან და არც წინასაარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ კურორტზე.
| Print |