არჩევნები
17:00 სთ მონაცემებით აბასთუმანში საჩივარი არ დაწერილა
17:00 საათის მონაცემებით, აბასთუმანში ამომრჩეველთა აქტივობამ 46 % შეადგინა.

აბასთუმნის #2 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 124 ამომრჩევლიდან მოქალაქეობრივი ვალი 515 ამომრჩეველმა მოიხადა. გადასატანი ყუთის საშუალებით 33 ამომრჩეველმა ისარგებლა.

კენჭისყრის პროცესს სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება.

"სამართლიანი არჩევნები", "მწვანე დედამიწა" და "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია".

საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
| Print |