არჩევნები
აბასთუმანში საარჩევნო უბანი დაიხურა
ადიგენის ოლქში, #2 აბასთუმნის უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.

20:00 სთ–ის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.5% –მა მიიღო.

კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთი დალუქა, მოვალეობების გადანაწილების შემდეგ, ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

მოქალაქეობრივი ვალი 634 ამომრჩეველმა მოიხადა. აბასთუმანში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან ადგილობრივი მხოლოდ ერთი - "ქართული ოცნების" კანდიდატია.
| Print |