არჩევნები
აბასთუმნის დეპუტატმა საარჩევნო პლაკატები ორი კვირის დაგვიანებით ჩამოხსნა
23 ივნისს, დაბა აბასთუმანში, კედლებიდან და მოსაცდელებიდან, გენადი ბოლქვაძის სააგიტაციო მასალა ჩამოხსნილია. 19 ივნისის შუალედურ არჩევნებზე, "ქართული ოცნების“ წარდგენილ კანდიდატს და ახლა უკვე მაჟორიტარ დეპუტატს, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვადა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში - რვა ივნისამდე ჰქონდა, ამის მიუხედავად, 18 ივნისს დაბაში ბოლქვაძის საარჩევნო პლაკატები იყო გაკრული.

მაშინ დეპუტატმა "მეცხრე არხს" უთხრა, რომ აგიტატორებმა სააგიტაციო მასალა ჩამოხსნეს.

"არ ვიცი სადმე თუა დარჩენილი. დავურეკავ აგიტატორებს და გავარკვევ. ზემოთ ჩამოხსნილია ყველგან“.


| Print |