არჩევნები
ბოიკოტი არჩევნებს – "ევროპული საქართველო" არალში კანდიდატს არ წარადგენს
ევროპული საქართველო 27 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. #38 ადიგენის ოლქის მესამე უბანზე, კანდიდატი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ წარადგინა. სოფელ არალში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 5 აპრილს, საკრებულოს წევრი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ადიგენში სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის დასახელებას არ აპირებენ, რადგან

,,არ გვინდა ჩვენი მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ იყვნენ. არალშიც ზუსტად ის მოხდება, რაც აბასთუმანში. ვიცით, რომ რეგიონის მთელი ხელმძღვანელობა წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთვება“ – აცხადებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სიმონ პარუნაშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები სამ ოლქში დანიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მაჟორიტარს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში აირჩევენ. სამცხე–ჯავახეთში, შუალედური არჩევნები №38 ადიგენის საარჩევნო ოლქის მესამე უბანზე გაიმართება. დეპუტატს სოფელ არლის მოსახლეობა აირჩევს.


| Print |