არჩევნები
სოფელ არალში არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა

 

#38-ე ადიგენის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან. საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ არალსა და წარბასთუმანში აირჩევენ. ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უბანი საარჩევნო პროცესის დასაწყებად მზად არის.

"ყველა საჭირო ინვენტარი და საარჩევნო დოკუმენტაცია ოლქმა გადასცა საუბნო კომისიას. უბანი კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე უნდა მოეწყოს. კენჭისყრის დღეს 7:00 საათზე გაიღება, ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი დამკვირვებლები, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია ატარებს რეგისტრაციაში, არ გვყავს
", - გვითხრა ჯაბა მაჭარაშვილმა.

შაულედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი - "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობს. 

#3 არლის უბანზე 1 466 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

| Print |