არჩევნები
17:00 სთ მონაცემებით არალში ამომრჩეველთა აქტივობამ 50% შეადგინა
17:00 საათის მონაცემებით, #3 არლის უბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 50% შეადგინა.

საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 466 ამომრჩევლიდან მოქალაქეობრივი ვალი 737 ამომრჩეველმა მოიხადა.

გადასატანი ყუთის საშუალებით 43 ამომრჩეველმა ისარგებლა.

კენჭისყრის პროცესს სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება.

შაულედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი - "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობს.

ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ მათი სახელით კენჭი არავის ეყარა.

საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
| Print |