არჩევნები
არალში ხმის დათვლის პროცედურა დასრულდა
#38 ადიგენის ოლქში შუალედური არჩევნების შედეგები ერთ უბანზე გაიმართა. #3 არლის უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის დათვლის პროცედურა 22:20 წთ-ზე დასრულდა.

შაულედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი - "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობდა.

უბანზე 1 466 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მონაწილეობა 887-მა ამომრჩეველმა მიიღო, თუმცა მათგან 12 ბიულეტენი გაბათილდა. გაბათილების მიზეზი ცარიელი ბიულეტენები იყო.

ზურაბ ფეიქრიშვილმა მეცხრე არხთან განმარტა, რომ მოსახლეობის ასეთ აქტივობას ელოდა, რის გამოც თავს მათ წინაშე დავალებულად გრძნობს.

,,ძალიან მალე დაიწყება დაპირებული საკითხების შესრულება, რადგან ამას ჩემი ამომრჩეველი იმსახურებს" - აღნიშნა გამარჯვებულმა კანდიდატმა.

27 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს. ოპონენტებმა გადაწყვიტეს, რომ მათი სახელით კენჭი არავის ეყარა.

დღეს სოფელ არლისა და წარბასთუმნის მოსახლეობამ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ზურაბ ფეიქრიშვილი აირჩია.


| Print |