არჩევნები
„ვანო მერაბიშვილთან მეგობრობა არ მაკავშირებს“ – „ოცნების“ კანდიდატი
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომის ოლქში ანტონ ობოლაშვილი უარყოფს, რომ ყოფილ შს და პრემიერ-მინისტრთან წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, მაშინდელი ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ ანტონ ობოლაშვილის ბიზნესსაქმიანობას ვანო მერაბიშვილი მფარველობდა. ორივე სოფელ უდედან არის.

მმართველი პარტიის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრები ახალციხეში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან დაიწყო. ანტონ ობოლაშვილმა საარჩევნო პროგრამა უკვე გააცნო საძელის, ხაკის, ორალის, ყულალისის და პამაჯის მოსახლეობას.

„შეხვედრები გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. იქნება დისკუსია, საუბრები. ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, რა საკითხები აწუხებთ და ყველამ ვიმუშაოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე“, - ამბობს ანტონ ობოლაშვილი. 

„ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია. აცხდებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ საკანონდებლო ინიციატივები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით ექნება.

| Print |