არჩევნები
კახა კუკავამ სამცხისა და ჯავახეთის ოლქებში კანდიდატები წარადგინა
კახა კუკავას პოლიტიკურმა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრები ახალციხესა და ახალქალაქში გამართა. პარტიის ლიდერმა სამცხის ოლქში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ჯავახეთში -სამველ ეღიზარიანი წარადგინა.

კახა კუკავამ სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ღირებულებასა და რელიგიების დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უცხო ქვეყნიდან სხვადასხვა რელიგიებისთვის გადახდილი თანხა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რის გამოც უნდა საკითხი კანონით უნდა აიკრძალოს. მან ამომრჩევლებს ,,თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო პროგრამაც გააცნო. 


რელიგიური უმცირესობების დაფინანსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ყოველგვარი გარეპოლიტიკის გარეშე - აღნიშნავს პარტიის ლიდერი.


| Print |