არჩევნები
IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 42% ოპოზიციურ პარტიებს
"მთავარი არხი" IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება.
  • "ქართული ოცნება" - 25 %

  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %

  • "ევროპული საქართველო" - 5 %

  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %

  • "ლეიბორისტული პარტია" - 3 %

  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3 %
  • "გირჩი" - 2,5 %

  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %

  • "ლელო საქართველოსთვის" - 2 %

  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %

  • "თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 3 %

  • არ ვიცი - 19 %

  • უარი პასუხზე - 14 %
კვლევის მიხედვით, იგივე კითხვაზე ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგები ასე გადანაწილდა:
  • "ქართული ოცნება" - 38 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %
  • "ევროპული საქართველო" - 9 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 4 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 4 %
  • "გირჩი" - 3 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %
  • "ლელო საქართველოსთვის" - 3 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 2 %
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.
| Print |
თეგები: IPSOS / გამომკითხვა /