არჩევნები
მხოლოდ ჩემი პლაკატებია ჩამოხეული - "ევროპული საქართველოს" კანდიდატი
#17 სამცხის მაჟორიტარულ ოლქში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე ჩივიან. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ ოლქის ოთხივე მუნიციპალიტეტში მისი პლაკატები ჩამოხეულია. იმავე ადგილზე, საარჩევნო შტაბის აქტივისტებმა პლაკატები არაერთხელ გააკრეს, თუმცა მეორე დღეს ისევ დაზიანებული დახვდათ. ჩილინგარაშვილის თქმით, ახალციხეში რამდენიმე ადგილზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების სააგიტაციო მასალა ხელუხლებელია, მათ შუაში გაკრული „ევროპული საქართველოს“ პლაკატები კი დაზიანებული.

„ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პრობლემა მათაც აწუხებთ და უცნობი პირები ვაჟა ჩიტაშვილის პლაკატებსაც ხევენ.

"ქართული ოცნების" ოფისში უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელბის განცხადებებს. მათი თქმით, ზიანდება მმართველი პარტიის კანდიდატის სააგიტაციო მასალებიც. ამის გამო, სამართალდამცველებისთვის არც ერთ პარტიას მიუმართავს.

| Print |