არჩევნები
ქართულმა ოცნებამ" ახალქალაქსა და ასპინძაში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ასპინძის მოსახლეობას ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წარუდგინეს.

მოსახლეობასთან შეხვედრა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროეტებზე. გიორგი გახარია ასპინძელებს დაპირდა, რომ 500 ჰექტრის სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა მოხდება. ანტონ ობოლაშვილმა კი, მოქალაქეებს უთხრა, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს.

დღესვე, მმართველმა პარტიამ ახალქალაქის მოსახლეობას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი წარუდგინა.
| Print |