არჩევნები
კანდიდატების გზავნილები სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებისა და ემიგრანტებისთვის
საზღვრების ჩაკეტვის გამო, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოქალაქეები მსგავსი დილემის წინაშე არ აღმოჩნდნენ, ისინი საქართველოშივე უნდა დასაქმდნენ - ამბობენ ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვაჟა ჩიტაშვილი გამოსავალს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ხედავს, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას“ წევრი ზურაბ ხუციშვილი კი ამბობს, რომ საქართველომ ჯერ თავისუფლება და სამართლიანობა უნდა მოიპოვოს, რადგან სამუშაო ადგილები მეათეხარისხოვანი პრობლემაა.

| Print |