არჩევნები
"ევროპული საქართველო" ახალციხეში სამცხის ოლქის კანდიდატს წარადგენს
ამ წუთებში, "ევროპული საქართველოს" ლიდერები ახალციხელ ამომრჩეველს ხვდებიან. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა.

შეხვედრა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სამცხის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა ბორჯომსა და ასპინძაში უკვე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები წელს 31 ოქტომბერს გაიმართება.

| Print |