არჩევნები
დავით ჭიჭინაძე ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა
პარტია “დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ლიდერი ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა. დავით ჭიჭინაძემ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს გონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოსახლეობის მთავარი პრობლემა უიმედობაა.

დავით ჭიჭინაძე ახალციხელებს გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკური მოდელის ცვლილებას ჰპირდება.

პარტიამ, წინასაარჩევნო შეხვედრა დღესვე გამართა ახალქალაქშიც.

| Print |