არჩევნები
თვენახევარში "ქართულ ოცნებას“ 10 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში შემოსავლების სახით, ჯამში, 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო.

აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215 505 ლარია, ხოლო შემოწირულობების სახით პარტიამ 10 139 707 ლარი მიიღო.

შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, საკრებულოების შუალედური არჩევნების და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯების, შემოსავლების და მონიტორინგის მიმდინარე შედეგების შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
| Print |