არჩევნები
"ზვიად გამსახურდიას გზის" კანდიდატი ახალციხეში ბიუსტების დადგმას ითხოვს
პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხეში ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტების დადგმას ითხოვს. ზურაბ ხუციშვილი ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ახალციხის მერიას წერილობით, სამი თვის წინ მიმართა, თვითმმართველობას კი მისთვის პასუხი არ დაუბრუნებია.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ხუციშვილის წერილის შესახებ არ ახსოვთ, კანცელარიაში ამ ინფორმაციის გადამოწმება კი სამუშაო საათებში შეუძლიათ.

კანდიდატმა ეს განცხადება 23 ოქტომბერს დღის ბოლოს გააკეთა.

| Print |