არჩევნები
ვანო მერაბიშვილი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა
დღეს, 24 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა. ყოფილი პრემიერ მინისტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და არალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამცხის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მერაბიშვილთან შესახვერად, თითოეულ სოფელში 300–მდე ადამიანი შეიკრიბა. ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, შეხვედრაზე ის პრობლემები განიხილეს, რაც მოსახლეობას აწუხებს და რაც ზოგადად, ქვეყანაში ხდება.

"საუბარი იყო იმაზე, არჩევნებში გამარჯების შემთხვევაში რას გააკეთებს სახელმწიფო. ეს იქნება ტურიზმის განვითარება, დასაქმება და ა.შ. ჩვენ დიდ პროექტებზე ვიწყებთ მუშაობას"- განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ადიგენის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატთან და პარტიის წევრებთან ერთად ახალციხის ციხეც მოინახულა.
| Print |