არჩევნები
წინასაარჩევნოდ კანდიდატებისთვის "შერბილებული“ რეგულაციები
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. რეკომენდაცია არ ვრცელდება მხოლოდ პოლიტიკურ შეკრებებზე. მსგავსი შეხვედრის დროს მონაწილეებს პირბადის ტარებისა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაცია მიეცა. რამდენად მართებულია მთავრობის ეს გადაწყვეტილება და იცავენ თუ არა პოლიტიკური შეკრების დროს რეგულაციებს? - თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.


| Print |