situs toto slot
საარჩევნო უბანზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო – ნათია მეზვრიშვილი
არჩევნები
საარჩევნო უბანზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო – ნათია მეზვრიშვილი
არჩევნებზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიისა, მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული.

„წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ასევე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა. არჩევნებზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
| Print |