N1 ახალციხის უბანზე პირველი ამომრჩეველი დაგვიანებით შეუშვეს
09:43 / 31.10.2020
N1 ახალციხის უბანზე პირველი ამომრჩეველი დაახლოებით 10 წუთის დაგვიანებით შეუშვეს, რასაც დამკვირვებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. გარდა ამისა, დაირღვა პროცედურების თანმიმდევრობაც.
უბანზე ამომრჩევლის დაგვიანებით შეშვება კომისიის წევრებმა მედიას დააბრალეს. მათი თქმით, ჟურნალისტები პირველი ამომრჩევლის გადასაღებად გვიან მივიდნენ და თერმოსკრინინგმა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა გაიარეს, პროცესი დააგვიანა.
N1 ახალციხის უბანზე პირველი ამომრჩეველი დაახლოებით 20 წუთით ადრე მივიდა იგი ადგილობრივი ბადრი ზაზაძეა.