არჩევნები
სამცხის ოლქში 86 215 ამომრჩეველია
მე-17 სამცხის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ დაარეგისტრირა. ამჯერად ერთ დეპუტატს სამცხის ოთხი მუნიციპალიტეტიდან - ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომიდან აირჩევენ.

სამცხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 86 215 ადამიანს შეადგენს.

31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ოლქში სულ 106 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
| Print |